logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს
11:20 31.07.2017
ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღური თავდასხმის დროს კ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლესაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 20-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი და ყაჩაღური თავდასხმის დროს გ.გ.-ს მიერ გამოყენებული ნიღაბი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ბრალდებული გ.გ. დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, თავს დაესხა სავალუტო ჯიხურში მომუშავე კ.დ.-ს და იარაღის მუქარით მოსთხოვა თანხა, რაზეც კ.დ.-მ უარი განუცხადა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ.გ.-მ მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ დამიზნებით ესროლა. სროლების შედეგად მიღებული დაზიანებებით კ.დ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გ.გ. მიიმალა, თუმცა იგი 2016 წლის 11 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (ანგარებით განზრახ მკვლელობა; დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) და სასჯელის სახედ შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა ოცი წლის ვადით“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა