სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი უკვე ოფიციალურად
წარუდგინეს.
მაჭავარიანს გამოძიება სახანძრო ნორმების დარღვევას ედავება.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, მას იმედი აქვს რომ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს არ დაინიშნება, რადგან საქმე საკმაოდ მოცულობითია და მის გასაცნობად დრო სჭირდება.
„ბრალდების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოცულობითია. დაახლოებით 50 ტომამდეა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ სამართლიანი სასმაართლოს პირობებში დღეს წესით არ უნდა გიამრთოს პროცესი“- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

















