სავაჭრო ცენტს „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს დღეს ბრალს ოფიციალურად
წარუდგენენ.
ბრალდებულის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, მას ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
ადვოკატის თქმითვე, „ბავშვთა სამყაროს“ შემნობაში უსაფართხოების ზომები დაცული იყო.
„ბატონი გიორგი არის სამართლებრივი ბრძოლის ხასიათზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცნობთ მასალებს, გავეცნობით. იმედი გვაქვს, პროცესის მწარმოებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, დროულად გადმოგვცემს, რომ მალე გავეცნოთ" - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

















