შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 130-მდე მეხანძრე მაშველი,
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს, 33 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდა. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქტიურად იყო ჩართული.
ამ დროისათვის, არჯევანიძის ტყეში ხანძრის კერები სრულად ჩამქრალია.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი დასახლებულ პუნქტში არ გავრცელებულა.

















