logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა
კახა კახიშვილი პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციას შეხვდა
15:43 27.07.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, პრობაციის ევროპული კონფედერაციის (CEP) პრეზიდენტს ჯერი მაკნელისა და გენერალურ მდივანს ვილემ ვან დერ ბრუგეს შეხვდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
კახა კახიშვილმა სტუმრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში 2012 წლის შემდეგ გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური სისტემის სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, ყურადღება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროექტებსა და არასაპატიმრო სასჯელების დანერგვაზე გაამახვილა. მისი თქმით, გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმართა რაოდენობა, 24 000-დან 9 350-მდე. მან იმედი გამოთქვა, რომ პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის გამოყენების გაფართოება მსჯავრდებულთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ კუთხით, მინისტრმა შინაპატიმრობის დანერგვის საკითხს გაუსვა ხაზი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აქამდე, მისი გამოყენება მხოლოდ არასრულწლოვანთათვის ხდებოდა. მინისტრმა განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთის შინაპატიმრობით შეცვლა, ასევე, შესაძლებელი იქნება სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ.
გარდა ამისა, კახა კახიშვილის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი სიახლის შემოღებაა დაგეგმილი, მათ შორის მთავრობა მუშაობს შინაპატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახის დანერგვაზე, რაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა რაოდენობას შეამცირებს.
CEP-ის პრეზიდენტის ჯერი მაკნელის განცხადებით, საქართველო რეგიონში პრობაციის ევროპული ქსელის მნიშვნელოვანი და მთავარი პარტნიორია. მან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, პატიმრობის ალტერნატიული სასჯელების დანერგვის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები. მისი თქმით, საქართველომ ძალიან მოკლე დროში განავითარა პროფესიონალური და მაღალი სტანდარტის პრობაციის სისტემა.
პრობაციის ევროპული კონფედერაცია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობენ. ამასთან, CEP-ის საერთაშორისო კონფერენცია 2019 წელს საქართველოში ჩატარდება. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლიაც ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ევროპული კონფედერაციის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული სოციალური საწარმო და ქვემო ქართლის პრობაციის ახალი კონცეფციის ბიურო დაათვალიერა. ასევე, სტუმრები ადგილზე გაეცნენ მონიტორინგის ცენტის მუშაობას, საიდანაც ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობა აღსრულდება.












FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა