ყვარლის რაიონში, სოფელ გავაზთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა,
ორი კი მძიმედ დაშავდა,
ავტომანქანა, რომელშიც სულ 5 ადამიანი იჯდა, ხეს შეეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

















