logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  საქართველოს პროკურატურის დელეგაცია იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
13:46 26.07.2017
საქართველოს პროკურატურის დელეგაცია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX)-ის ორგანიზებით მოეწყო.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასპინძელთა მხრიდან შეხვედრას ორგანიზება იტალიის რესპუბლიკის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაუწია, რომელიც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ადგილობრივი სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოების საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან და საბჭოს წევრებთან, რა დროსაც მასპინძლებმა ქართულ დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია მათი უწყების საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ.
ქართულმა დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის მაფიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ დირექტორატში, სადაც უწყების მთავარმა პროკურორმა და დირექტორატის წევრებმა ქართველ პროკურორებს გაუზიარეს გამოცდილება ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა მასპინძლებს მიაწოდეს ინფორმაცია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საგამოძიებო უწყებების საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რა დროსაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას ზემოხსენებული დანაშაულების გამოძიების მეთოდიკას, მტკიცებულებათა მოპოვებისა და დასაშვებობის სტანდარტებს.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი პროკურორები ასევე ესტუმრნენ რებიბიას პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც გაეცნენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების სასჯელის მოხდის სპეციალურ პირობებს.
ვიზიტის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა