დაბა ჩაქვში მდებარე სოფელ ჩაისუბანში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად სამი
ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
დაშავებულები, რომლებიც ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს.

















