logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  ომბუდსმენი მუშის დაღუპვაზე: ხელისუფლებამ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შექმნას, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს
ომბუდსმენი მუშის დაღუპვაზე: ხელისუფლებამ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შექმნას, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს
10:07 26.07.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა დიდ დიღომში მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოება სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„გავრცელებული ინფორმაციით, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე, სადაც დღეს მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, მშენებლობაზე არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას ვითარების რადიკალურად შესაცვლელად.
საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველს პრინციპული შენიშვნები აქვს კანონპროექტის არსებულ ტექსტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ განხილვების განმავლობაში აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა