„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებით, შეცდომა დაუშვა, როდესაც აქციაზე
იარაღით მივიდა.
მისივე თქმით, კონტრაქციის გამო თავდასხმის საფრთხე არსებობდა და იარაღიც სწორედ ამიტომ ჰქონდა თან.
„ვაღიარებ, რომ შეცდომა მომივიდა, უბრალოდ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შეკრების ადგილას. იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ და არსებობდა გარკვეული საფრთხე, შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსული, კონტრაქციის მონაწილეები, შესაბამისად, ჩემზე თავდასხმა ზოგადად არ იყო გამორიცხული“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
დღეს გახდება ცნობილი, თუ რა რეაგირებას მოახდენს აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს აქცია, ლოზუნგით - „არა ფაშიზმს“ კვირას, 23 ივლისს გაიმართა.

















