logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შსს: ინფორმაცია, რომ თითქოს შსს-ს მიერ „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, სრული დეზინფორმაციაა
შსს: ინფორმაცია, რომ თითქოს შსს-ს მიერ „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, სრული დეზინფორმაციაა
21:18 24.07.2017
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავტომანქანების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, შსს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კომპანია „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის სრული დეზინფორმაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

შსს-სთვის ავტომობილების შეძენა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ საჭიროებას და მოცემული ფაქტის განსაკუთრებულ მოვლენად წარმოჩენა არის სპეკულაცია. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შს სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით, საპოლიციო მიზნებისთვის ავტომობილების შეძენა 2007 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება.

საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების ერთიანი ტექნიკური სტანდარტი (მათ შორის, ტექნიკური სატენდერო მოთხოვნების სახით) ჩამოყალიბდა 2007 წლიდან, როდესაც საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სრულად ფუნქციონირება დაიწყო.

2007 წლიდან დღემდე (გარდა 2014 წლისა), ტენდერი იმართება ყოველწლიურად, ერთი და იმავე სატენდერო პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. 2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახურები.

ამდენად, საუბარი სატენდერო პირობების მორგებაზე სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა