logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არასამთავრობოები ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“-ს ცილისწამებაში ადანაშაულებენ
არასამთავრობოები ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“-ს ცილისწამებაში ადანაშაულებენ
15:57 24.07.2017
საქართველოში მოქმედი 11 არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“-ს ბრალდებებს პასუხობს და განცვხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელ ხანებში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უსაფუძვლო თავდასხმებს ახორციელებს და მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლების ცნობადი სახეების ღისებისა და პატივის შელახვის მიზნით, რაც მიუღებელია საზოგადოებრივ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებისთვის.
საქმე ეხება, ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ ტენდერებში არასამთავრობო ორგანიზაციისა „ქალი და ბიზნესი“ და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებში დადანაშაულებას, რაც, ჩვენი აზრით, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესი“ 2006 წლიდან ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ქალ პატიმრებს ეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებასა და დასაქმებაში. ორგანიზაციის მიერ ქალთა #5 დაწესებულებაში შეიქმნა მცირე სოციალურ საწარმო-სამკერვალო, სადაც ქალ პატიმრებს მდგრადი დასაქმებისა და სტაბილური შემოსავალის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. მეტი სიცხადისათვის განვმარტავთ, რომ მსგავსი სოციალური პროექტები არ ისახავს კომერციულ მიზნებს. ამ შემთხვევაში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების რეინვესტრირება ხდება, რაც დასაქმებული ქალი პატიმრების ანაზღაურებას და საწარმოს საქმიანობის გაფართოებას ხმარდება.
რაც შეეხება ტენდერს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის კანონის სრული დაცვით წარიმართა, სადაც „ქალი და ბიზნესი“-ს გარდა, იყვნენ სხვა მონაწილეებიც, თუმცა უპირატესობა მას მიენიჭა, წარდგენილ სატენდერო წინადადებაში შეთავაზებული დაბალი ფასის და იმ ფაქტორის გამო, რომ ქალთა #5 დაწესებულებში მოქმედ სოციალურ საწარმოში განხორციელდებოდა აღნიშნული სატენდერო საქმიანობა და პატიმრების დასაქმება გაგრძელდებოდა, რაც თანხვედრაშია სასჯელაღსრულების სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებთან.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ცილისწამებლური განცხადებების გაკეთება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი სექტორის პრინციპებსა და ეთიკის ნორმებს. ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია და კატეგორიულად ვემიჯნებით მსგავს ქმედებებს“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა