აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილე დაშავებულ
გოგონას ტვინის შერყევა აქვს.
დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტზე ნევროლოგიურ განყოფილებაში დაკვირვება მიმდინარეობს.
გოგონას სავარაუდოდ, ბოთლი ესროლეს. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
აქციაზე ახალგაზრდა გოგონას გარდა კიდევ ერთი ქალი დაშავდა, რომელსაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
შეგახსენებეთ, რომ ევროპულმა საქართველომ გუშინ აღმაშენებლის გამზირზე აქცია გამართა ლოზუნგით - „არა ფაშიზმს“.

















