ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დღეს მეუფე პეტრეს დაკითხავს.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე მეუფემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე იგივეს დაადასტურებს, რაც მან პირველ დაკითხვაზე განაცხადა.
„მინდა ვთქვა და ვამხილო, ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სხდომები არის დახურული. ზოგადად, პირველადაც ვიყავი დაკითხული ჩემი სატელევიზო განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ იგივე დავადასტურო“- განაცხადა მეუფემ.
დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ბრალდების კიდევ სამი მოწმე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მეზობლები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული და მას ბრალად პატრიარქის მდივამ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის დაგეგმვა ედება ბრალად.

















