შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
შსს-ს სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 205 შეკვრად დაფასოებული 188,432 გრამი ე.წ. ,,ბიო“ და 971,9392 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება (ფხვნილის სახით) ამოიღეს. სულ ამოღებულია 1 კილო და 160 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.

















