logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი (სრულად)
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი (სრულად)
16:27 20.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მინისტრის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაობთ.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა, წარმოგიდგინოთ შუალედური ინფორმაცია აფგან მუხტარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

მიმდინარე წლის 30 მაისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, აფგან მუხტარლის მეუღლის - ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება აფგან მუხტარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

კერძოდ: ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომლებიც კოლმეურნეობის მოედანზე მდებარეობს. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, N2-ში მდებარე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება, თეთრი ფერის მაისურით, სავარაუდოდ, აფგან მუხტარლი N4 მიკროავტობუსში ჯდება.

გამოძიების მიერ გამოიკითხა N4 მიკროავტობუსის ყველა მძღოლი (22 მოწმე), რომლებმაც განმარტეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: მეტროსადგურ „300 არაგველებიდან“, კოლმეურნეობის მოედნის და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე: ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე, არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.

ამასთან, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხტარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათვალიერებულია 27 კამერის ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში, მოცემულ პერიოდში აფგან მუხტარლი არ ფიქსირდება.

ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე, არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

სისხლის სამართლის საქმეზე სულ გამოკითხულია 343 მოწმე.

სასამართლო განჩინებით შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხტარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე, ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. იმეი კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე.

გამოძიების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით, გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხტარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე, ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.

აფგან მუხტარლის მეუღლეს - ლეილა მუსტაფაევას და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება - პირადი დაცვა, რაზედაც ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა.

აფგან მუხტარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დამცველი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის წერილობით მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება.

ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება.

აქვე, ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა, გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამის თაობაზე გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყებების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვა არ დარჩეს.

ამიტომ, ზემოაღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე - შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

მოგეხსენებათ, გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია და, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.

მიმაჩნია, რომ შესაბამისი ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა