ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლამპრების“ ოპერატორი, რომელიც თურქეთში, ავტოავარიის შედეგად დაშავდა,
გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
თურქეთის კლინიკებში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ოთხი ადამიანი რჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ ავარია თურქეთში, გირესუნის მახლობლად 16 ივლისს გამთენიისას მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთი ბავშვის მშობელს ფეხის მოკვეთა დასჭირდა.

















