თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ "თერჯოლა-მედიში" ოპერაციის შემდეგ ორწლინახევრის გოგონა
გარდაიცვალა.
ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვს ლავიწის ძვალი ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც უტარდებოდა ოპერაცია.
ფაქტთან დაკავშირებით კლინიკის ადმინისტრაციას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

















