საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, რომელიც
ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
პროკურორი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 31 აგვისტოს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ კაჭარავა 15 მაისს დააკავეს. მას ბრალად 260-ე მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.

















