საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, "ბახალა" 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვისთვის ედება, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს.
მსახიობს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

















