გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მამაკაცის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ბიჭის ცხედარი კი სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















