logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
10:48 14.07.2017
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევასა და განსაცდელში მიტოვებისთვის ბრალდებული ზ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 22:25 საათზე, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ზ.ლ. ავტომანქანით ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გვერდულზე ქვეითად მიმავალ ზ.ჭ.-ს შეეჯახა. ზ.ლ.-მ განსაცდელში მყოფი ზ.ჭ. დაუხმარებლად მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან ავტომანქანის შეუჩერებლად მიიმალა. ზ.ჭ. მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზ.ლ. 2017 წლის 3 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ზ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას, ასევე, ორი წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“- ნათქვამია განცხადებაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა