logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ბელგიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
10:10 14.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დოღონაძე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვარლამ ხათრიძე და გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ცხვედიანი ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ფედერალური პოლიციის, ფედერალური პოლიციის გენერალური ინსპექციისა და პოლიციის მონიტორინგის მუდმივი კომიტეტის ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს უწყების სტრუქტურის, საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის ინსპექტირების მეთოდები, პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა, ასევე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და მის საფუძველზე, პრევენციული საქმიანობის დაგეგმვა. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ვიზიტი ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის სამსახურის (TAIEX) ორგანიზებით განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა უწყებებს შორის პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საქმიანობაზე შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების გაცნობას და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარებას.
ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი სტრუქტურების გამოცდილება საქართველოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას შესაძლებლობას მისცემს, თავისი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართოს, უზრუნველყოს საზოგადოების მხრიდან მისი ცნობადობის გაზრდა და სანდოობის ხარისხის ამაღლება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა