ანაკლია-განმუხურის ხიდთან ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, ის წყალში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შევიდა.
მამაკაცი წყლიდან სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

















