„ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე მოსამართლის
გადაწყვეტილებით 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, სადაც მან დაკავების დეტალები გაიხსენა.
„სასამართლომ ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და დააყენა 15 ათასლარიანი გირაო. ბუნებრივია, არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ აპირებს არსად გაქცევას, ჩვენ ვაპირებთ, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდეს“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძის ვაჟი დაახლოებით ოთხი თვის წინ დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

















