ვაკის პარკთან მოტოციკლსა და მსუბუქ ავტომანქანას შორის ავარია მოხდა.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლეტზე მჯდომი ორი პირი დაშავდა.
ამ დროისთვის ბაიკერის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

















