აღმაშენებლის გამზირზე შენობის ფასადის ნაწილის ჩამონგრევის გამო 20 წლის გოგონა დაშავდა.
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება. ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოყვა.

















