logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 000 ლარის მოთხოვნის დაკისრებაზე, დავა მოუგო
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 140 000 ლარის მოთხოვნის დაკისრებაზე, დავა მოუგო
13:18 12.07.2017
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული 2017 წლის 5 აპრილის განჩინება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატირებით, საერთო სასამართლოებმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რომელიც ეხებოდა ინდ. მეწარმის მიმართ 140 000 ლარის დაკისრების მოთხოვნას, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავაზე სასამართლოს ყველა ინსტანცია წააგო.

საქმე ეხება სამინისტროსა და ინდ. მეწარმეს შორის 2004 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ინდ. მეწარმეს სამინისტროსთვის, 140 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, უნდა მიეწოდებინა საქონელი (ქურთუკი და შარვალი დათბუნებული, საწვიმარი ლაბადა, ფეხსაცმელი მაღალყელიანი, საძილე ტომარა). ინდ. მეწარმემ სამინისტროს 2005 წლის ივნისში მიაწოდა 26 000 ლარის საქონელი, 2005 წლის ივლისში კი - 42 000 ლარის საქონელი, ხოლო ვალდებულების შესრულება დარჩენილ ნაწილში შეუწყვიტა გაქვითვით, ვინაიდან სამინისტროს ინდ. მეწარმის მიმართ, სხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, წარსულში მიწოდებული იდენტური საქონლის გამო, თანხები გადახდილი არ ჰქონდა. სასამართლოებმა სახელმწიფოს სარჩელი, მათ შორის ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო, არ დააკმაყოფილეს. მიღებულ გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ 2004 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2004 წლის 2 ნოემბერი. შემდგომში, ინდ. მეწარმემ ვალდებულების შესრულების დაპირება განხორციელა 2005 წლის 17 ივნისს და 2005 წლის 6 ივლისს მიაწოდა კიდეც ნაწილი საქონელი. ამდენად, ყველაზე გვიან ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და ხელთავიდან დაიწყო 2005 წლის 6 ივლისიდან, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა გავიდა 2008 წლის 6 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი სარჩელი აღძრა 2015 წლის 16 ივნისს, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას გამორიცხავდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2014 წლის 14 ოქტომბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 9 მარტს, 2015 წლის 20 მაისს, ოფიციალურად მიმართა თავდაცვის მინისტრებს და საქმეზე ინდ. მეწარმის სასარგებლოდ, უწყებრივი გადაწყვეტილიებების მიღება სთხოვა. ორგანიზაციის არგუმენტების და პოზიციები არ გაიზიარეს შეხვედრაზე სამინისტროს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობამ. მათი მხრიდან დავის დაწყებას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რამაც არ აჩვენა სახელმწიფოსა და ინდ. მეწარმეს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე), ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე) საქმე წარმოებაში 2017 წლის 5 ივნისს მიიღო, თუმცა 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად სცნო. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინება (მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე), ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე). თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: ელისო ტუკვაძე), რომელმაც პირველმა მიიღო არსებითად კანონიერი, დასაბუთებული და პრინციპული გადაწყვეტილება.

საქმეზე საერთო სასამართლოებში, ინდ. მეწარმის კანონიერ ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი ჯემალ მეტრეველი იცავდა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა