საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქე მ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (11,400 ღერი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

















