საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 26,300 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.

















