საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო - საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი”, ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 234.71 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19,520.68 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 19,520.68 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 195.24 გრამი) უკანონოდ შემოტანის კიდევ 2 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,292.47 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14,292.47 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

















