logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შს სამინისტრო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართულ მოდელს ევროპელ ექსპერტებს აცნობს
შს სამინისტრო ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართულ მოდელს ევროპელ ექსპერტებს აცნობს
12:13 11.07.2017
მიმდინარე წლის 11–13 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას - „ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა - გზა უფრო გონიერი პოლიციისკენ“ მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სხვადასხვა მოდელის გაცნობა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ქართული მოდელის მიღწევების წარდგენა.

ღონისძიებაში ევროპოლის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, გერმანიის, შვედეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ.

კონფერენცია შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა თანამედროვე და ინოვაციური მიდგომის დასანერგად. ამ მხრივ, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი ჩვენი უწყებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2015 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყეთ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელზე მუშაობა, 2016 წლის შემოდგომიდან კი ეს მოდელი საპილოტე/სატესტო რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 სამმართველოში მოქმედებს და დღეისათვის უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. პროექტის მთელ საქართველოში ამოქმედების შემდგომ, რაც ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის, პოლიცია უნდა გახდეს უფრო მეტად გონიერი, მობილური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. თანამედროვე მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ გავაუმჯობესებთ პოლიციელთა სამუშაო რეჟიმსა და პირობებს, უპირველესად კი უზრუნველვყოფთ მოქალაქეთა უკეთ დაცვასა და დანაშაულის პრევენციას“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ევროკომისიის ერთ-ერთი დამატებითი რეკომენდაცია იყო ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის ფარგლებში საფრთხეების შეფასების ყოვლისმომცველი ანგარიშის წარმოება. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ასევე, ევროპოლის სტრატეგიული შეფასების აქტივობების ძირითად კონცეფციას წარმოადგენს.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს შს სამინისტრომ ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის საკუთარი მოდელი შეიმუშავა. 2015 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია, რაც სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვას და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების მიზნით, პოლიციის ოფიცრების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

2016 წლის ოქტომბერში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის სამ სამმართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის ანალიზის ახალი ანალიტიკური მიდგომის დანერგვას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება პოლიციას პრობლემის ადრეული იდენტიფიცირებისა და პრევენციის, დანაშაულის ეფექტური გამოძიების და სამინისტროს ადამიანური და მატერიალური რესურსების მიზნობრივად გადანაწილების კუთხით. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ე.წ. დანაშაულის ანალიტიკოსის პოზიცია, რაც ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის გარკვეული სიახლეა. საპილოტე პროექტის ფარგლებში მოხდა საჭირო კვალიფიკაციის მქონე 40-მდე ანალიტიკოსის აღნიშნული მიმართულებით დასაქმება.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის ფარგლებში მომავალი ანალიტიკოსების გადამზადების მიზნით, შსს-ს აკადემიაში დაინერგა მოკლევადიანი სასწავლო მოდული, რომელიც მოიცავს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მის კომპონენტებს.

ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტი ახლო მომავალში საქართველოში პოლიციის ყველა დანაყოფს მოიცავს.

კონფერენცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა