საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დღეს შს სამინისტროს
თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისათვის დააჯილდოვებენ.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება და ის 19:30 საათზე დაიწყება.

















