logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 შს მინისტრის მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო
შს მინისტრის მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო
15:04 10.07.2017
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ორგანიზებით ჩატარებულ სემინარში - „ორმხრივი თანამშრომობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამხაურის ინფორმაციით, აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ: საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი - ნიკოლას გონგორა, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელი - ჟილ ვეინცი, საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგიული ანალიზის დანაყოფის უფროსი - სესილ ოჟერო, პარიზის პროკურატურის წარმომადგენელი - დამიენ ბრუნე, ნენსის პროკურატურის წარმომადგენელი - ჟან რიშე, საფრანგეთის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის ევროპის ოფისის უფროსი - დავიდ ბისტუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე რუსეთის ფედერაციაში - სტივენ ლე ლუა, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე უკრაინაში - სტეფანე კროზე, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გურკან კარასუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში - ოლივიე რენო; საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი - გრეგორი გავრელი.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობა, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.

სემინარის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო და სამართლებრივ თანამშრომლობაზე. მხარეებმა ერთმანეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილებაც გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს. შსს-ს წარმომადგენლები მათ ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

დელეგაციის წევრები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილებასაც ეწვივნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა