logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, უვადო პატიმრობაში ქართველ სამხედროს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ჩართულობის შედეგად, უვადო პატიმრობაში ქართველ სამხედროს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა
20:09 08.07.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, გივი დუმბაძესაც შეეხო, რომლის საქმეზეც, ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა და სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი დაიწყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს. ორგანიზაცია გივი დუმბაძის შეწყალების ფაქტს მნიშვნელოვან წარმატებულ გადაწყვეტილება აფასებს და გააგრძელებს მუშაობას გივი დუმბაძის უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის. ამასთან, ორგანიზაცია დეტალურად შეისწვალის, თუ რა საფუძვლებით არ მოხდა გივი დუმბაძის შეწყალება სრული მოცულობით და შეწყალების კომისიასთან გააგრძელებს ინსტიტუციურ დიალოგს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის აგვისტოში უვადო მსჯავრდებულის, გივი დუმბაძის საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართელ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში, გივი დუმბაძე თურქეთში იმყოფებოდა დასაქმებული ოჯახის წევრების - დისა და სიძის მიმართ საზაფხულო ტანისამოსის მიწოდებისთვის. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა. გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზეც და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფაქტი, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოაქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა