საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 53.57 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,433.02 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3,433.02 ლარის ოდენობით.
ასევე, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ოქროს ნაკეთობების (საერთო წონა 200.78 გრამი) უკანონოდ შემოტანის კიდევ 2 ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,098.94 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14,098.94 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

















