logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
14:05 03.07.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვ.ლ.-ს ორგანიზებითა დადავალებით, ამავე დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისმქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.
სასამართლოში საქმის მრავალთვიანი განხილვის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების ასამდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 11 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები. მოსამართლემ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალდებულები: ვ.ლ., რ.შ., ი.ყ., დ.თ., გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ვ.ლ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ამნისტიის შესახებ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით, ი.ყ.-ს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ,,ამნისტიის კანონის’’ საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის კანონის გამოყენებით კიდევ ერთ ბრალდებულს რ.შ.-ს. მსჯავრდებულები ი.ყ. და რ.შ. პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან იქნენ აყვანილი.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს გ.კ.-ს და დ.თ.-ს, რომლებიც დღემდე თავს არიდებენ მართლმსაჯულებას და იმყოფებიან მიმალვაში, სასამართლომ მათ ჩადენილი ქმედებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და ამნისტიის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ამავე განაჩენით სასამართლომ ბრალდებული გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა.
ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს გ.შ.-ს გამამართლებელ ნაწილში დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა