საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, „სარფი“ და „გუგუთი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული სიგარეტი (13,460 ღერი) აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ნ.ვ.-ს, გ.ზ.-ს, მ.მ.-ს, სომხეთის მოქალაქე ხ.გ.-სა და რუსეთის მოქალაქე ვ.ხ.-ს ჩამოერთვათ საქონელი და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. ხოლო სომხეთის მოქალაქე გ.ს.-ს და საქართველოს მოქალაქე ჯ.დ.-ს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადიჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

















