შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სპეციალური გადამზადების კურსს ეტაპობრივად გაივლიან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული ნაწილი ითვალისწინებს პატრულირების განხორციელებასთან დაკავშირებულ და სხვა აქტუალურ საკითხებს. პრაქტიკული ნაწილი კი მოიცავს ტაქტიკურ საპოლიციო, საცეცხლე და ფიზიკურ მომზადებას.

















