logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია - მოდულში მოქალაქეებს ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომელთაც სამართალდარღვევასთან საერთო არაფერი ჰქონდათ
საია - მოდულში მოქალაქეებს ისეთ კითხვებს უსვამდნენ, რომელთაც სამართალდარღვევასთან საერთო არაფერი ჰქონდათ
18:46 27.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ მოქალაქეების საქმის შესწავლას ითხოვს, რომლებიც ფონდ „ქომაგისთვის“ დახმარების თხოვნით მიმართვის შემდეგ მოწმის სახით დაიკითხნენ.  ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი განცხადებით, ასოციაციის ადვოკატები ამ მოქალაქეებს გაესაუბრნენ და გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას მონათხრობების შეჯერების შედეგად იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.
„ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ „ქომაგს“. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შსს-ს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში, პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ“ - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
როგორც აღნიშნულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ მოწმის სახით დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს უწყება, სადაც ,,აღნიშნული უნდა იყოს, ვინ და რისთვის, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი”. მოწმის იძულებითი წესით მიყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას.
საია-ს ინფორმაციით, შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი - აღნიშნული პირი „ც“ ჰეპატიტით არის დაავადებული ოპერაცია 5 ივნისს გაიკეთა, 9 ივნისს კი - პალატაში მიაკითხა სამმა პოლიციელმა და განუცხადეს, რომ დაკითხვაზე უნდა წაეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ ქურიძე ახალი ნაოპერაციები იყო, ჭრილობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული და ექიმიც წინააღმდეგი იყო, რომ საავადმყოფოდან გაეყვანათ, პოლიციელებმა მაინც წაიყვანეს იგი მოდულის შენობაში. გაურკვეველ მიზეზთა გამო, ქურიძის დაკითხვა დროულად ვერ მოხერხდა, იგი შეუძლოდ გახდა და ამიტომ საავადმყოფოში დააბრუნეს. ამის შემდეგ, იმავე დღეს იგი ისევ წაიყვანეს მოდულის შენობაში დასაკითხად. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქურიძე კვლავ ცუდად გახდა. როგორც თავად განმარტავს, გაუსივდა სხეული და სუნთქვის უკმარისობა შეექმნა, რის შემდეგაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და მისი საშუალებით კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს. საბოლოოდ, ქურიძის დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა.
„ახალგაზრდა იურისტების“ ინფორმაციით, აღნიშნულ მოქალაქეებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო რაიმე კონკრეტულ სამართალდარღვევასთან. მაგალითად, ნ.ბელქანია აღნიშნავს, რომ მას ასეთი კითხვები დაუსვეს - „გამოხვალთ თუ არა ქუჩაში, თუ ოქტომბერში არჩევნებს წააგებთ?“ ,,რატომ ხართ ოპოზიციაში, როცა გაქვთ დენი, გაზი და წყალი“ და ა.შ.

ახალგაზრდა იურისტები აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს დროულად და ობიექტურად შეისწავლოს ზემოთ მითითებული ფაქტები, რის შემდეგაც უნდა დადგინდეს, მოცემულ შემთხვევაში, რა სახის სამართალდარღვევებს ჰქონდა ადგილი - დისციპლინურს თუ სისხლის სამართლებრივს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა