საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქე
ს.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სხვადასხვა სახეობის არადეკლარირებული სასურსათო საქონელი აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,884.91 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 14,884.91 ლარის ოდენობით.მასვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლისმე-3,1 ნაწილის თანახმად (საქონლის უკანონო განკარგვა), შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით.

















