logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
კახა კახიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
13:42 13.06.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ბიუროს წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა.

შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ჯეიმს ვოლშს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც 2012 წლიდან მიმდინარეობს.

კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა. ასევე, გრძელდება მუშაობა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემის გაუმჯობესებაზე, წინასასამართლო პრობაციის დანერგვაზე, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაზრდაზე.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში. სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღრულების დეპარტამენტთან. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი სასწავლო და სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყო ხელი,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან შეხვედრა დადებითად შეფასდა. საქართველოს პენიტენციური სისტემის განვითარების მიზნით, ამერიკულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის და რეგიონალური კონფლიქტების სამსახურის ხელმძღვანელს ნატაშა ფრანჩეზას შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების საკითხებზე ისაუბრა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა