საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
საქართველოს მოქალაქის,ი.კ.-ს სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის ავტომობილის სათადარიგო ნაწილები(1180 კგ.) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,310 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 5,310 ლარის ოდენობითშეეფარდა.

















