logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა
16:25 12.06.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.

„ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, მერქვას თქვენი მინისტრი... ესაა დიდი სიამაყეც, რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 2000-მდე ადამიანი გადაარჩინეთ, მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნეთ... თქვენ ხართ იმედი და თქვენ ხართ ქვეყნის ძალა! გაქვთ ღირსეული და ვაჟკაცური პროფესია, რომელსაც კეთილსინდისიერად ემსახურებით. მადლობას გიხდით ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის! ეს არაა მხოლოდ ჩემი მადლიერება. ესაა საქართველოს მოსახლეობის განცდა და დამოკიდებულება, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას.

მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა.

ღონისძიების დასასრულს სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს სიმულაციური ვარჯიში: ქიმიურ ინციდენტზე რეაგირება, დაზარალებულის ნანგრევებიდან გამოყვანა და სიმაღლიდან დაშვება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა