logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ვითიბი ბანკს“ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ; საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს
„ვითიბი ბანკს“ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ; საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს
14:37 12.06.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქართულ საბანკო სფეროში მორიგი ხმაურიანი გათავისუფლებისა და შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში დაწყებულ დავასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ეხება სააქციო საზოგადოება „ვითიბი ბანკ ჯორჯიადან“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების მენეჯერ თამარ მ.-ს გათავისუფლებას. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მენეჯერის გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი გახდა ბანკის კონკრეტული თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთგზის გამოხატული დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა რასაც საფუძვლად უდევდა მოსარჩელის სოციალური კუთვნილება. ბანკმა არ მოახდინა მენეჯერის არც ერთ წერილობით მიმართვაზე რეაგირება. მოკვლევის გარეშე დარჩა დისკრიმინაციის ფაქტები. სასამართლოში წარდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ბანკის კონკრეტული პირების უფლებამოსილების გადაჭარბებას. ორგანიზაცია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს აღნიშნული პირების მოწმის სახით დაკითხვას.

„ახალაგზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ბოლო ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 1-ელ მარტს და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვალი. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება ითვლებოდა უვადოდ დადებულ კონტრაქტად, ბანკმა მხარეს 2015 წლის 25 თებერვალს სამუშაო ელექტრონულ ფოსტაზე აცნობა, რომ ბანკი შრომით ურთიერთობას მასთან 2015 წლის 1-ლი მარტიდან აღარ გააგრძელებდა. ფორმლურ მიზეზად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა დასახელდა. იმ ფონზე, როცა ყველა დასაქმებულთან ხელშეკრულება გაგრძელდა, მოსარჩელე არ დაეთანხმა ბანკის იურიდიულ არგუმენტაციას და მოითხოვა წერილობითი ახსნა–განმარტება, შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან შეხვედრა და საკითხში გარკვევა. ბანკმა 2015 წლის 1-ლი მარტიდან თამარ მ. სამუშაო სივრცეში აღარ დაუშვა. მან მოითხოვა გათავისუფლების ბრძანება და აღნიშნა, რომ დარღვეულ უფლებებს სასამართლო წესით დაიცავდა, თუმცა ბანკმა თანამშრომლის პირადი საქმიდან ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ გასცა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება თამარ მ.-მ ადვოკატის დახმარებით, მხოლოდ 2017 წლის 27 თებერვალს მიიღო. ბრძანება გათავისუფლების შესახებ დათარიღებულია 2015 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით, როცა ბანკმა მხარეს 24 თებერვალს შეატყობინა მოსალოდნელი გათავისუფლება 2015 წლის 1 მარტიდან, თუმცა არ შეატყობინა, რომ ბანკს მისი გათავისუფლების თაობაზე ბრძანება უკვე მიღებული ჰქონდა. ბანკს აღნიშნული ვალდებულება გააჩნდა შინაგანაწესის თანახმად. ბანკმა პირი ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდგომ შეატყობინა შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი მტკციებულებები მიუთითებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც სარჩელი დეტალურადაა განხილული. ამასთან, ბანკი 2017 წლის 5 აპრილიდან მიზანმიმართულად არ რეაგირებს ხმაურიანი გათავისუფლების შედეგად, დასაქმებულთან დაკავშირებული სამსახურეობრივ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაცემაზე, რომლის მოთხოვნითაც, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორ არჩილ კონცელიძეს მიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, თუმცა ბანკმა მოცემულ დრომდე, ყოფილი თანამშრომლის საქმეზე ინფორმაციას მიზანმიმართულად, შეგნებულად და კატეგორიულად არ გასცემს. აღსანიშნავია, რომ ბანკმა არ გასცა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიც და აღნიშნა, რომ ოპერატორის გარდა, ბანკის საყოველთაო ნომერზე, ყველა სხვა წარმომადგენელთან საუბარი, არ იწერება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლოს მეშვეობით ითხოვს საქმეზე დისკირიმინაციის ფაქტის დადგენას, სადავო ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას, მორალური ზიანის ანაზღაურებას და მენეჯერის მიმართ სარეკომენდაციო წერილი–ცნობის გაცემას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები „პროკრედიტ ბანკთან“ 2014-2016 წლებში წარმოებული დავის იდენტურია და ორგანიზაცია მოსალოდნელი სასამართლო სხდომების თაობაზე, საზოგადოების სრულ ინფორმირებას მოახდენს. საქმეზე წარმომადგენლობას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და იურისტი ია გოგნაძე უზრუნველყოფს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა