logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შს მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმირებას გეგმავს
შს მინისტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმირებას გეგმავს
16:17 09.06.2017
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების სამმართველოების თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა.

თათბირზე შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ შსს-ში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ახლა, განვლილი პერიოდი იძლევა უფრო სიღრმისეული ანალიზისა და შეფასების საშუალებას, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, მივიღო რიგი გადაწყვეტილებები უწყების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების მიზნით. დღეს ჩემი პრიორიტია საპატრულო პოლიციის რეფორმა, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოლოდინს, რაც საზოგადოებას, მოქალაქეებს მის მიმართ აქვთ.

აქ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ პირადად გაგაცნოთ ჩვენი სტარტეგია და გეგმა, რადგან თითოეული თქვენგანის მოტივაციას და გააზრებულ ნაბიჯს ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს - კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს - ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა.

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების სპეციალური კურსის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიციელთა კვალიფიკაციის და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კურსი შსს-ს აკადემიაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, ტაქტიკურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას. გადამზადების კურსს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა