logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას და შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა
სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას და შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა
14:00 09.06.2017
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა, ორ სისხლის სამართლის საქმეზე, მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მსჯავრდებულ შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალმა დეპარტამენტმა 2016 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას, ხოლო 2017 წლის 27 იანვარს მსჯავრდებულ შალვა შალიკაშვილის მიმართ, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა შალვა შალიკაშვილის მიერ გაუპატიურების ჩადენის და ცოტნე გამსახურდიას მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.
ჩატარებული გამოძიებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განაჩენით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოძიება ნაწარმოები იყო მიკერძოებულად და არაობიექტურად. დგინდება, რომ ცოტნე გამსახურდია, სასჯელაღსრულების N18 დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად გამოხატავდა პროტესტს პატიმრების მიმართ ძალადობის გამო, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნების გაღიზიანებას იწვევდა. აქედან გამომდინარე, მისი სამაგალითოდ დასჯის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ წინასწარდადგმული სცენარით, საპატიმრო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიას მოუწყვეს დანაშაულის პროვოცირება, როდესაც მას საპყრობილის თანამშრომელმა ციხიდან კორესპონდენციის გატანა შესთავაზა, რის სანაცვლოდაც მან გამსახურდიასოჯახის წევრებს ფულადი გასამრჯელო გამოართვა. აღნიშნულისთვის ცოტნე გამსახურდია მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქრთამის მიცემისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
ამრიგად, დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციის ნიშნებს და სისხლის სამართლის საქმის მასალების ფალსიფიკაციას, რაც საფუძვლად დაედო მის უკანონო მსჯავრდებას. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა ქრთამის მიცემის ბრალდებაში და მის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.
ჩატარებული გამოძიებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებული შალვა შალიკაშვილი გაყალბებული მტკიცებულებების და 12 წლის დაზარალებულის ცრუდასმენის შედეგად გასამართლებული იქნა 2008 წლის 31 ივლისს, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, მიესაჯა 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ცხრა წელი იხდიდა სასჯელს. გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ შალვა შალიკაშვილი სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
პროცესის, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, სააპელაციო სასამართლოს 23 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 8 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა