logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს: დაკავებულმა დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა
შსს: დაკავებულმა დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა
17:08 08.06.2017
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ პოლიციის წარმომადგენლები ყაჩაღობაში ეჭვმიტანილს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 5 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი.ქ.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ივნისს შუაღამისას, დაახლოებით, 03: 40 საათზე ი.ქ., კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ი.ქ. 2015 წლიდან აღარ არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აღნიშნული პირი 18 წლის განმავლობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა და შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი.

ი.ქ.-მ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება.

საბოლოოდ, ი.ქ.-მ შეძლო დ.გ.-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა.

პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა განმარტეს, რომ დ.გ. იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ დაყაჩაღებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს.

დ.გ.-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი მოთავსებულ იქნა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც იგი, ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიღების დროს ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

2017 წლის 6 ივნისს დ.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 7 ივნისს მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გადაყვანილ იქნა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

დ.გ. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი, კერძოდ: სსკ-ს 236-ე, 179-ე, 181-ე, 184 -ე, 224-ე, 353-ე, 343-ე, 19-144-ე, 144 -ე და 19-109-ე მუხლებით. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში, ასევე, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, სსკ-ს 260-ე მუხლით.

ბრალდებულ დ.გ.-ს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რაც დაადასტურა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას.

გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა