logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფონდი „ქართუ“ თავის საქმიანობაში პოლიტიკური სარჩულით ხელმძღვანელობის ფაქტს უარყოფს
ფონდი „ქართუ“ თავის საქმიანობაში პოლიტიკური სარჩულით ხელმძღვანელობის ფაქტს უარყოფს
15:34 27.06.2012
ფონდი „ქართუ“ როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში პოლიტიკური სარჩულით არასდროს არ ხელმძღვანელობდა - ამის შესახებ განცხადებას ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.
ფონდი კონტროლის პალატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მას, როგორც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციას, ბრალი ამომრჩევლის, კერძოდ, სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილის მოსყიდვაში ედება.
ფონდში აცხადებენ, რომ მსოფლიო ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი თავისი სპორტული საქმიანობისთვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდი „ქართუდან“ 2007 წლიდან იღებს. მათივე ცნობით, 2012 წლის 19 მაისს უშანგი კუზანაშვილი ევროპის ჩემპიონი სამბოში მეხუთედ გახდა.
„ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ქართული სამბოს ისტორიაში, როცა ამ სახეობაში სპორტსმენი ხუთჯერ ხდება ევროპის ჩემპიონი. ქართველი სპორტსმენის აღნიშნული მიღწევა ფართოდ გააშუქა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. სპორტული მიღწევისთვის 2012 წლის 28 მაისს ფონდმა „ქართუმ“, თავად უშანგი კუზანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით მას ჯილდო 10 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა“- ნათქვამია განცხადებაში.
ფონდში ასევე აღნიშნავენ, რომ ფონდი „ქართუ“ თავის საქველმოქმედო საქმიანობას 1995 წლიდან ახორციელებს და ფინანსურ დახმარებას საქართველოში არსებულ უკლებლივ ყველა სპორტულ ფედერაციას და ასობით ქართველ სპორტსმენს უწევს. მათივე ცნობით, აღნიშნული დახმარებით ფონდი ხელს უწყობდა მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე მათ შემდგომ წარმატებებს და მსოფლიო არენაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას, ქართული სპორტის განვითარების ხელშემწყობ საქველმოქმედო საქმიანობას კი, ფონდი დღესაც აგრძელებს.
„განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი შემდეგ გარემოებას: ფონდი „ქართუ“, როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში არასდროს არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური სარჩულით. ჩვენ არასდროს ვინტერესდებოდით ფონდის ბენეფიციართა მსოფლმხედველობითი ან პოლიტიკური შეხედულებებით და ჩვენს გადაწყვეტილებებს მხოლოდ სპორტსმენების კონკრეტული სპორტული მიღწევების მიხედვით ვიღებდით“- აცხადებენ ფონდში და აღნიშნავენ, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადება საფუძველს მოკლებულია.
კონტროლის პალატამ გუშინ გაავრცელა განცხადება, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 16,292,00 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს, რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,,ქართული ოცნება“. უწყებამ მიიჩნია, რომ კუზანაშვილის და ფონდი ,,ქართუს“ ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისათვის - აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. შესაბამისად, კონტროლის პალატამ, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ფაქტზე არსებული დოკუმენტური და ვიდეო მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა