იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ბინების ძარცვა ედებათ.
სამართალდამცავებმა მძარცველები სწორედ ერთ-ერთი ბინის ქურდობისას ქალაქ ბარში
აიყვანეს.
ფაქტის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა შეატყობინა, რომელსაც მეზობელი ბინიდან ხმაური შემოესმა.
დაკავებულების სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები, ტექნიკა და ძვირფასეულობა ამოიღეს.
გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მძარცველები ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე პასპორტით გადაადგილდებოდნენ.
საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

















